მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20-თვიანი სამოგზაურო შეზღუდვის მოქმედების შემდეგ, აშშ-ს პირველი უცხოელი ვიზიტორები ეწვივნენ

61896b043b1d2
თამთა ჯიჯავაძე
08.11.21 23:05
598
20-თვიანი სამოგზაურო შეზღუდვის მოქმედების შემდეგ, აშშ-ს დღეს პირველი უცხოელი ვიზიტორები ეწვივნენ. ამერიკამ საზღვრები 8 ნოემბრიდან ყველა იმ უცხოელისთვის გახსნა, რომლებიც ორივე დოზა კოვიდ-ვაქცინით იქნებიან აცრილები. შედეგად, 2020 წლის მარტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა.

ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთვის ვიზიტორებს მოუწევთ წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მოგზაურობამდე მაქსიმუმ სამი დღით ადრე გაკეთებული კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საზღვრის კვეთისთვის საჭირო იქნება ვიზიტორმა მესაზღვრეს თავისი საკონტაქტო ინფორმაციაც გადასცეს.

როგორც BBC წერს, შეზღუდვის მოხსნის შედეგად, აშშ-ში ვიზიტორების ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები