მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"200 დღე გავიდა" - 15 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

აქცია
09.06.25 10:00
625

კვირას, 15 ივნისს, 18:00 საათზე, უწყვეტი 200-დღიანი პროტესტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

"200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის - ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა.

სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების.გამოდი და თქვი – ხალხი წყვეტს!

მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას!
„პარლამენტმა“ და „მთავრობამ“ დათმოს მიტაცებული ძალაუფლება!
გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!" - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები