მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი დახმარების მისაღებად უკვე 810,000 ბავშვია დარეგისტრირებული

5f477db780ead
BM.GE
27.08.20 13:42
1495
გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი არის, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები