მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიანი წახალისების დაწყება ალბათ ოქტომბერში შეიძლებოდა, მაგრამ 8 ნოემბერს დაიწყო - გაბუნია

61cace6791a33
ინგა მურუსიძე
28.12.21 13:00
507
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანმა პროგრამამ გაამართლა.

როგორც ის ამბობს, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებიდან სულ 400 000-მდე მოქალაქეა აცრილი და მათგან 100 ათასზე მეტი სწორედ პროგრამის დაწყების შემდეგ აიცრა.

„წამახალისებელი მექანიზმი ცალსახად ამართლებს, რადგან უკვე 100 ათასზე მეტი პირი აიცრა ამ პერიოდში, როცა ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე აცრილია 400 ათასი პირი. რაც შეეხება კითხვას - რამდენად ადრე შეიძლებოდა ეს მექანიზმი ადრე დაწყებულიყო, გეტყვით, რომ ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი.

საწყის ეტაპზე დაინტერესებული მოსახლეობა თავისით მოდის და შეიძლებოდა დასმულიყო კითხვა, წახალისების გარეშე მოვიდოდა თუ არა ესა თუ ის მოქალაქე ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეულ ლარზე, აქედან გამომდინარე, დასაბუთება გვჭირდება იმ გადაწყვეტილებების, რასაც ვიღებთ. ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც შემცირდა ვაქცინაციაში მონაწილეობა, გადაწყდა ამ წამახალისებელი პროგრამის დაწყება. ალბათ შეიძლებოდა ოქტომბერში მისი დაწყება, თუმცა 8 ნოემბერს დაიწყო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან წახალისებას იანვრიდან 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც მიიღებენ.