მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-მდე ძირის "კანაფის" მოყვანისთვის, შსს-მ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში 1 პირი დააკავა

კანაფი

200-მდე ძირის "კანაფის" მოყვანისთვის შსს-მ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში 1 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები