მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$200-მილიარდიანი ქონებით ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე გახდა

ჯეფ ბეზოსი - ომეგაჩადი
სტატიაში საუბარია:

Amazon-ის დამფუძნებელი ტახტს დაუბრუნდა - ჯეფ ბეზოსმა ქონების შეფასებით ილონ მასკს გადაუსწრო და ის მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე გახდა. Bloomberg-ის შეფასებით, ამერიკელი ბიზნესმენის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბეზოსი დაახლოებით $23 მილიარდით გამდიდრდა, ეს კი იმის ფონზე, რომ ილონ მასკის სიმდიდრის შეფასება 31 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მილიარდერების რბოლაში ბეზოსის დაწინაურება პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე Amazon-ის აქციების ზრდასთან. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 844 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზრდის მაჩვენებელი კი ერთწლიან პერიოდში თითქმის 90%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ უმდიდრესი მეწარმის წოდებისთვის ამჟამად სამი ადამიანი იბრძვის: ბეზოსი, მასკი და ბერნარ არნო - მათ ქონებას შორის სხვაობა კი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია, ანუ პირველ ადგილზე მყოფის ვინაობა, შესაძლოა, ყოველ კვირას შეიცვალოს, თუმცა ამჯერად ეს სტატუსი ელექტრონული კომერციის ტიტანს ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები