მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 წლის შემდეგ რემბრანდტის უცნობი პორტრეტები აღმოაჩინეს

6461fed13f4a7
ირაკლი მოდებაძე
15.05.23 23:35
713
დიდი ნიდერლანდელი ფერმწერის რემბრანდტის ორი ნახატი, რომლებიც უცნობია ხელოვნების მკვლევარებისთვის და არასოდეს გამოჩენილა საჯარო გამოფენაზე, 200 წლის შემდეგ ერთ-ერთი ბრიტანელი კოლექციონერის სახლში აღმოაჩინეს. ნახატებს აუქციონის სახლის ,,კრისტის’’ თანამშრომლებმა სხვა ნივთების შეფასებისას მიაგნეს. ორი პორტრეტი ასახავს მოხუც ცოლ-ქმარს ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენიდან, რომელიც 1635 წლით თარიღდება.

ორივე ნამუშევარი ოჯახის წინაპრებმა ,,კრისტის’’ აუქციონზე 1824 წელს შეიძინეს, თუმცა მათი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ამჟამად სურათები ამსტერდაში ,,რეიკსმუზეუმშია’’ განთავსებული და მას რემბრანდტის შემოქმედების მკვლევრები სწავლობენ.

ნამუშევრები 6 ივლისს ლონდონში ,,კრისტის’’ აუქციონზე გაიყიდება და მისი სავარაუდო ფასი 5-დან 8 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რემბრანდტის შემოქმედებიდან ყველაზე ძვირად 20.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად ,,აკიმბოს მკლავებიანი მამაკაცის პორტრეტი’’ 2009 წელს ,,კრისტის’’ აუქციონზე გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები