მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2012 წლამდე საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ხელისუფლება ჩაკეტილი იყო, ახლა პირიქითაა" - კობახიძე

ირაკლი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია მზად არის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დიალოგი გამართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, განსაკუთრებით კი ბიზნესთან. როგორც ის BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, ხელისუფლება დიალოგს თავად ითხოვს, საზოგადოება და ბიზნესი კი მას გაურბის.

"მე მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან, და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, როგორც მოესურვებათ, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენ ქვეყანას, მათ შორის, პირველ რიგში, ბიზნესმენებთან.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ვართ აბსოლუტურად ღია. 2012 წლამდე საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო ხელისუფლება, ახლა პირიქით არის: ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი, მთლიანად ჩაკეტილია, ეგეთი რამე საოცარია, 2012 წლამდე არავის წარმოედგინა, ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და ისინი გაურბიან ამას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, როდის შეუძლია ირაკლი კობახიძეს დიალოგით დაინტერესებული პირების მიღება, იგი აღნიშნავს: "ხვალ, ზეგ, მაზეგ... ნებისმიერ დროს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები