მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9 300 კომპანია დაარეგისტრირეს - TI

ირანი

2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9,300 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4 ჯერ აღემატება 2013 წლამდე საქართველოში არსებულ ირანელების კომპანიებს. ამის შესახებ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის თანახმადაც, საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება.

კვლევაში მიმოხილულია "ოცნების" მთავრობის ურთიერთობა ირანულ მხარესთან და ხაზგასმულია, რომ პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ირანთან ვაჭრობა 3-ჯერ გაიზარდა, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.

რაც შეეხება ინვესტიციებს, ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო და 2006-2012 წლებში სულ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი, 41 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი ირანული ინვესტიცია ვაჭრობის, მშენებლობის, მრეწველობის და ტრანსპორტის სექტორებში ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები