მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2013-2025 წლებში ₾8.2 მილიარდამდე შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული - სამინისტრო

სოფელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2025 წლებში პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 50,000-ზე მეტ ბენეფიციარზე 8.2 მილიარდ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული. სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 1.3 მლრდ ლარზე მეტია.

სამინისტროს თანახმად, პროექტს “შეღავათიანი აგროკრედიტი” ახალი ფინანსური ინსტიტუტი სს „ზირაათ ბანკი საქართველო” დაემატა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თურგუთ გულჯიჰანმა მოაწერეს ხელი.

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტში 14 საფინანსო ორგანიზაციაა ჩართული.

შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი, შენახვა-რეალიზაციისა და პროექტით გათვალისწინებული სხვა მიზნობრიობით, როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები