მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩირის ექსპორტი გაიზარდა - ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 6.44 დოლარია

ჩირი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 111.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხმელი ხილი (ჩირი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ჩირის რაოდენობა 3%-ით (0.2 ტონა), ხოლო ღირებულება 7-ჯერ (95 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.

უწყების ცნობით, 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, ხმელი ხილის საექსპორტო ფასი 46%-ით გაიზარდა და 6.44 $/კგ შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხმელი ხილის ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს, მიმდინარე 2026 წლის მონაცემების მიხედვით, ხმელი ხილი ძირითადად ექსპორტირებულია გერმანიაში (51 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები