მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014-2019 წლებში განათლების ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებზე 33,4 მლნ ლარის სტიპენდია გასცა - აუდიტი

6058982eb82d0
ინგა მურუსიძე
22.03.21 23:40
751
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება სამშობლოში არ ხდება, - ამის შესახებ საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, განათლების სამინისტროში 2014 წელს შეიქმნა „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელსაც სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა პროგრამის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის ეფექტიანობაზე, მათ შორის განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით; ასევე ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია და ცენტრში დანერგილი მექანიზმები ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.

„ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე. გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესდეს სისტემის ფუნქციონირება“, - დაასკვნა აუდიტის სამსახურმა.

აუდიტის დასკვნით, 2014-2019 წლებში ცენტრმა 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პროგრამის ბიუჯეტი ამ პერიოდში 33,456,451 ლარი იყო. 

რთულია განისაზღვროს, რამდენად ადეკვატურია თანხა, თუმცა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ მიღწეული შედეგების კვლევა და ანალიზი სათანადოდ არ განხორციელებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები