მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2015 წელს გაერთიანებული Kraft Heinz-ი ისევ ორად გაყოფისთვის ემზადება

კომპანიების გაყოფა

ამერიკული სასურსათო პროდუქტებისა და სოუსების მწარმოებელმა Kraft Heinz-მა განაცხადა, რომ ახლო მომავალში კომპანია ორ დამოუკიდებელ სუბიექტად გაიყოფა.

Kraft-ის მიზანი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის სურსათის მიწოდება იქნება, Heinz-ის პრიორიტეტი კი ისევ სოუსების წარმოება გახდება.

გადაწყვეტილებას ინვესტორები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან კომპანიას გაყიდვების შემცირების, ერთგული მომხმარებლების დაკარგვისა და კონკურენციის ზრდის გამო ფინანსური პრობლემები უკვე აქვს და ორ ნაწილად დაყოფასთან დაკავშირებული ხარჯები დამატებით ფინანსურ თავის ტკივილად იქცევა. არსებული ინფორმაციით, კომპანიების გაყოფა და რეორგანიზაცია $300 მილიონ დოლარამდე დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ Kraft Heinz-ის ხელმძღვანელები დაშლას დადებით მოვლენად აღიქვამენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 2015 წელს, ორი კომპანიის გაერთიანებამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით - Kraft Foods-სა და H.J. Heinz-ს წაერთვათ ის ფუფუნება, რასაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ჰქვია. პრიორიტეტებთან დაკავშირებით ხშირმა აზრთა სხვადახვაობამ კი გაერთიანებულ კომპანიას კონკურენციასთან გამკლავების საშუალება საგრძნობლად შეუმცირა.

Kraft Heinz-ის დაშლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, ვორენ ბაფეტი გამოეხმაურა. სწორედ მის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ისთან არის დაკავშირებული 2015 წელს Kraft Foods-ისა და H.J. Heinz-ის გაერთიანება. ბაფეტმა გადაწყვეტილებისადმი უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა კომპანიებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში ვერ დაეხმარება.

ცნობისთვის, Kraft Heinz-ის დაყოფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 7%-ით დაეცა. თუმცა ამჟამად ვითარება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და ერთი აქცია $26.85 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები