მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017-2020 წლებში ლომბარდების კლიენტთა რაოდენობა განახევრდა

6061f7ed0dc48
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.21 20:00
636
საქსტატმა დღეს სალომბარდე სექტორის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2020 წლის მდგომარეობით სფეროს მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით ქვეყანაში სალომბადრე სესხების მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა. თუკი 2017 წელს ამ კატეგორიის სესხით 607 ათასი ადამიანი სარგებლობა, 2020 წელს მსესხებელთა რაოდენობა 307 ათასამდე შემცირდა. 

2017 წელს ქვეყანაში ლომბარდების სფეროში 875 კომპანია საქმიანობდა, 2020 წელს კი, ამ კომპანიების რიცხვმა 193 შეადგინა. ამასთან, 2017 წელს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელი 391 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს კი 282.4 მლნ ლარი. ამასთან, სექტორის ჯამური მოგება 2017 წელს 47 მილიონი ლარი, 2020 წელს კი 18.4 მილიონი ლარი იყო.

45%-დან 27.8%-მდე შემცირდა ლომბარდების სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთიც. 

საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 36% - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 22.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში", - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები