მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალმახი კგ. ₾16.3, ზუთხი - ₾30.7|საქართველოში თევზი გაძვირდა

თევზი

საქართველოში თევზის ფასები მზარდია. საქსტატის პუბლიკაციის თანახმად, 2025 წელს ფერმის კართან 1 კილოგრამის ფასი ყველა სახეობის თევზზე მომატებულია.

ყველაზე მაღალი ღირებულება ზუთხს აქვს, რომელიც 2025 წელს, წლიურად 5 ლარამდე გაძვირების შემდეგ კილოგრამი 30.7 ლარი ღირდა. ყველაზე დიდი წლიური მატება კი 8.6 ლარის ოდენობით ევროპულ ლოქოზე დაფიქსირდა და შედეგად, კგ. 21 ლარი ღირდა.

თევზის ფასები საქართველოში (1 კგ-ის ფასი ფერმის კართან ლარი)

2025 წელს ქვეყანამ 2 445 ტონა თევზი აწარმოვა, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წლის 2 452.5 ტონაზე. გასული წლების მონაცემები კი აჩვენებს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული კლების ტენდენცია ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები