მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წლის შემდეგ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

სატვირთო გადაზიდვები

2017 წლის შემდეგ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შარშან საჰაერო გზით 25 ათას ტონაზე მეტი ტვირთია გატანილი. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი. საქართველოში სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. შესაბამისად, გადაზიდვებიც მხოლოდ მისი გავლით ხდება.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2024 წელსაც ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობდა, რომელმაც შარშან 29%-იანი ზრდა აჩვენა და 4 750 425 მლნ მგზავრს მოემსახურა; მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 722 804 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება, რომელიც უფრო სეზონურად მიიჩნევა, 2024 წელს 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 951 766 მგზავრს მოემსახურა. ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ უნგრული ბიუჯეტური Wizz air-ია, რომელმაც 2024 წელს ქუთაისიდან 1 454 078 მლნ მგზავრი გადაიყვანა. მეორე ადგილს თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish Airlines-ი იკავებს 553 349 მგზავრით; მესამე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური Pegasus 546 211 მგზავრით; მეოთხე ადგილს Georgian Airways-ი იკავებს 515 113 გადაყვანილი მგზავრით; მეხუთე ადგილზე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Azerbaijan Airlines-ია 412 980 მგზავრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები