პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად.
სტუმარი: კახა კუჭავა - გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე


































