მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების 96%-ის ფინანსური ანგარიშგება გახდა საჯარო

5e0b02bcab102
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.19 12:01
1350
2019 წელს საქართველოს უმსხვილესი კომპანიების (პირველი კატეგორიის საწარმოების) 96%-ის აუდიტორული ანგარიშგებები საჯარო გახდა, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. 

2019 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 3,614 კომპანიის ანგარიშგება გამოაქვეყნა, საშუალოდ წლის განმავლობაში ანგარიშგების წარდგენის მაჩვენებელმა 90% შეადგინა. ამასთანავე, სამსახურის ინფორმაციით, საკუთარი ანგარიშგების გასაჯაროებაზე უარი 232 კომპანიამ თქვა. 



"ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გასული პერიოდის ანგარიშგებების წარდგენა ევალებოდათ სდპ-ებს, I, II და III კატეგორიის საწარმოებს, ხოლო IV კატეგორიის საწარმოებს ეს ვალდებულება 2021 წლამდე გადაუვადდათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ანგარიშგების წარდგენის მიმართულებით კანონთან შესაბამისობის უფრო მაღალი მაჩვენებელი და ხარისხი დაფიქსირდა, ვიდრე წინა წელს. საყურადღებოა IV კატეგორიის საწარმოების მიერ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტატისტიკა,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები