მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოს ჰესების გამომუშავება 9.2%-ით შემცირდა

5e1758838e3cf
შოთა ტყეშელაშვილი
09.01.20 20:43
1704
2019 წელი საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების შემცირებით გამოირჩეოდა. გასული წლის 11 თვის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა ჰიდროელექტროსადგურებმა 9.2%-ით ნაკლები ენერგია გამოიმუშავეს.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, დაკლებული გენერაცია გასულ წელს შეცვლილმა ჰიდროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია, ანუ წლის განმავლობაში იკლო ნალექებმა, რაც მდინარეებში და შესაბამისად ჰესების წყალსაცავებში წყლის შედერბით ნაკლებმა მოცულობამ განაპირობა.

შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში ჰიდრორესურსებზე ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების (მიწოდების) 68.4% მოდიოდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 74.3%-ს შეადგენდა.

შემცირებული გენერაციის გამო, საქართველოს დამოკიდებულება იმპორტულ და თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე გაიზარდა.

Galt & Taggart-ის მიხედვით, თბოსადგურებმა გასულ წელს 29%-ით უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. იმპორტის მოცულობა კი 10.5%-ით გაიზარდა. ამ ორივე კომპონენტის ზრდა ნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანამ ფარდობითად უფრო ძვირადღირებული ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე 2018 წელს, რადგანაც თბოსადგურის მიერ გამომუშავებული და იმპორტული დენის ღირებულება მოქმედი ჰიდრეოელქტროსადგურების ტარიფთან შედარებით მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები