მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი 10%-ით $71 მილიონამდე გაიზარდა

5e1893a3c48ae
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.20 20:43
3552
"საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ" 2019 წელს რძის პროდუქტებით საგარეო ვაჭრობის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ექსპორტის მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რძის პროდუქტების ექსპორტმა $3.4 მილიონი შეადგინა - თუმცა, როგორც ირკვევა ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა $71 მილიონს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. იმპორტში წამყვან ადგილებს კარაქი და რძის ფხვნილი იკავებს. "საქართველოს მერძევეობის ასოციაციის" მიხედვით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები ასეთია:

"ექსპორტი:

2019 წელს რძის პროდუქტების ექსპორტმა საქართველოდან 1.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც +34%-ია 2018 წელთან და -6% 2017 წელთან შედარებით;

ნედლი რძის ექვივალენტში ექსპორტი 3.4 მლნ ლიტრი იყო, +40% 2018 წელთან, -21% 2017 წელთან შედარებით. 

როგორც წინა წლებში, ექსპორტში დომინირებდნენ რძის ფხვნილი და კარაქი, რაც სავარაუდოდ, მთლიანად უცხოური პროდუქტის რე-ექსპორტია. 

ყველის ექსპორტი 377 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ამ კატეგორიის პროდუქტების ექსპორტის 27%-ია.

ყველის ექსპორტის ზრდამ კი +25% შეადგინა 2018 წელთან; +87% - 2017 წელთან შედარებით.

საქართველოდან ყველი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

აშშ-ში (290 ათასი აშშ დოლარი)
ისრაელში (52)
უზბეკეთსა (21)
და ჰონგ-კონგში (7).

ყველის საექსპორტო ფასმა იკლო, 2019 წელს საშუალო წლიურმა ღირებულებამ კილოგრამზე 8.33$ შეადგინა (FOB). 

შედარებისთვის, 2018 წელს ის 9.33$ გახლდათ, 2017 წელს კი - 8.80$. თუმცა, ეს ნეგატიური ცვლილება კურსმა მეტნაკლებად დააბალანსა ლარებში. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველი ბევრად ძვირად გადის ექსპორტზე, ვიდრე შემოდის.

იმპორტი

2019 წელს საქართველოში 71 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რძის პროდუქტი შემოვიდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 2018 წლისას 10%-ით აღემატება, 2017-ისას კი 13%-ით.

ნედლი რძის ექვივალენტში იმპორტმა 149 მლნ ლიტრი შეადგინა, ეს მაჩვენებელიც რეკორდულად მაღალია და ადგილობრივი რძის წარმოების დაახლოებით 30% შეადგენს ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტებად კვლავ დარჩნენ კარაქი და რძის ფხვნილი.

71 მილიონიდან 39 მილიონი აშშ დოლარი სწორედ ამ ორ პროდუქტზე მოდის. კარაქის იმპორტს ნაწილობრივ ფხვნილის იმპორტი განაპირობებს, ფხვნილისაგან რძის მისაღებად ცხოველური ცხიმია საჭირო.

2018 წელთან შედარებით კარაქის იმპორტი 2%-ით შემცირდა (აშშ დოლარში), მაგრამ კარაქი კილოგრამზე (2018 წლის) 4.90$-დან 4.81-მდე გაიაფდა (საშუალოწლიური ფასი, CIF).

ფხვნილის იმპორტი კი - 14%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა რომ კილოგრამი პროდუქტი 2.24$-მდე გაძვირდა (2018 წლის 1.83$-დან, საშუალო წლიური ფასი, CIF).

ისევე როგორც წინა წლებში, იმპორტში მესამე ადგილი კვლავ ყველმა დაიკავა.

2019 წელს 12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყველი შემოვიდა, საშუალო ფასი 3.79$ გახლდათ კილოგრამზე (CIF).

იმპორტის წლიურმა ზრდამ აშშ დოლარში 12% შეადგინა. ყველს, კარაქსა და რძის ფხვნილს იმპორტის 72% უჭირავთ.

გაორმაგდა ნაღების იმპორტი, რაც ირანიდან შემოსული „რძის ფხვნილის“ დამსახურება გახლდათ, რომელსაც ვაკლასიფიცირებთ როგორც „ნაღები“. ფხვნილსა და კარაქთან შედარებით ვაჭრობა სუსტი იყო.

ნაღების იმპორტმა 2019 წელს ჯამში 2.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2018 წელთან შედარებით, იმპორტმა სულ 3 პროდუქტზე იკლო (დოლარში), ესენია: კარაქი, შედედებული რძე და შრატი. კლებამ ჯამში 744 ათასი აშშ დოლარი შეადგინა,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები