მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს ყველაზე მაღალი 392 მლნ-ის წმინდა მოგება თიბისის ჰქონდა - ბანკების სრული რეიტინგი

5e3ac9af39115
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.20 18:06
5057
საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა. ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან პირველ ადგილზე კვლავ "თიბისი ბანკია", რომლის აქტივების ღირებულებამაც 18 მილიარდი ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მხრივაც პირველ ადგილზე "თიბისი ბანკია", რომლის მოგებამაც 2019 წელს 392 მილიონი ლარი შეადგინა. რეიტინგში 17-მილიარდიანი აქტივებით მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია". "საქართველოს ბანკის" მოგება 2019 წელს 390.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

აქტივების ზომით უმსხვილესი ბანკების სამეულს 2.1-მილიარდიანი აქტივებით "ლიბერთი ბანკი" ასრულებს; წმინდა მოგების მხრივ კი, საბანკო სექტორში 2019 წელს მესამე ადგილზე "კრედო ბანკი" იყო, რომელმაც 27.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი - "სილქ როუდ" და "პაშა ბანკებია". "პაშა ბანკის" ზარალი 2019 წელს 8 მილიონი ლარი იყო, "სილქ როუდ ბანკის" ზარალი კი, 210 ათასი ლარი იყო. 

საქართველოს კომერციული ბანკების სრული რეიტინგი წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის მხრივ:



კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მხრივ:

1 "თიბისი ბანკი" - 392,114,132 ლარი;
2 "საქართველოს ბანკი" - 390,435,262 ლარი;
3 "კრედო ბანკი" - 27,699,088 ლარი;
4 "ლიბერთი ბანკი" - 26,832,117 ლარი;
5 ბაზისბანკი - 24,830,002 ლარი;
6 "პროკრედიტ ბანკი" - 23,131,243 ლარი;
7 "ქართუ ბანკი" - 22,449,122 ლარი;
8 ტერაბანკი - 20,241,573 ლარი;
9 "ვითიბი ბანკი" - 13,656,751 ლარი;
10 "ხალიკ ბანკი საქართველო" - 7,647,408 ლარი;
11 "იშ ბანკი საქართველო" - 5,807,767 ლარი;
12 "ზირაათ ბანკი საქართველო" - 3,471,759 ლარი;
13 "ფინკა ბანკი საქართველო" - 3,398,621 ლარი;
14 "სილქ როუდ ბანკი" - მინუს 210,554 ლარი;
15 "პაშა ბანკი საქართველო" - მინუს 8,209,436 ლარი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები