მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2019 წელთან შედარებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოთხოვნა 30%-ით გაზრდილია” - კომპანია WST მიზეზებზე

62dd32171dc1b
ლიკა გურაბანიძე
24.07.22 21:00
762
ტურისტული კომპანია WST-ის სერვისის მენეჯერი ნინო მჭედლიშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2019 წლის 5 თვესთან შედარებით, წელს ანალოგიურ პერიოდში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოთხოვნა 30%-ით გაზრდილია, მიზეზი ამ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტულად საინტერესო ადგილის ცნობადობის ზრდა და ამ ქვეყნებში ფრენების გახშირებაა.

“ჩვენს ტურისტულ კომპანიაში ვითარების გამოსწორება ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ამ ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებულმა რეისებმა მოიმატა, თუმცა მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაც არის. 2019 წელთან შედარებით ჩვენთან ამჟამად, გაცილებით უკეთესი ვითარებაა, რადგან მაშინ რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო გვიშლიდა ხელს, შემდგომ პანდემია დაიწყო და ახლა ვითარება შედარებით დასტაბილურებულია", - განმარტა ნინო მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია WST ტურისტებისთვის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების სანახავად ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის 2022 წლის 5 თვის მონაცემით, ახლო და შუა აღმოსავლეთიდან საქართველოში 43 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 47%-იანი ზრდაა. საანგარიშო პერიოდში კონკრეტულად საუდის არაბეთიდან კი 13 ათასამდე ტურისტია შემოსული, რაც 2019 წლის მონაცემებს 165%-ით აღემატება. გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტებით საუდის არაბეთი მე-11 ადგილზეა. 5 თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 3 502, ქუვეითიდან კი 5 210 ვიზიტორი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები