ანგარიშის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში თბილისის AirBnb-ის ბაზრის ჯამური შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლები იყო.

AirBnb-ისგან განსხვავებით, შედარებით გაუმჯობესებულია სასტუმროების დატვირთვა, სადაც TBC Capital-ის მონაცემებით ნომრების საშუალო დატვირთვის მაჩვენებელმა 67% შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი, თბილისის სასტუმროებში აგვისტოში ნომრების დატვირთვის დონე 73% იყო (2019 წელს 79%), ზღვისპირეთში კი ნომრების საშუალო დატვირთვა - 64% (2019 წელს 75%).
რაც შეეხება ნომრების ფასებს, 2021 წლის აგვისტოში სტანდარტული ნომრის ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით იყო შემცირებული.




























