2019 წლიდან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება დაინერგება
BM.GE
09.10.18 23:23
• 1079
მომდევნო წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მათ მიერ წამოქმნილ ნარჩენებს თავად მართავენ. საქართველო ახალი რეგულაცებისთვის ემზადება. მანამდე კი სპეციალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორი სახე უნდა ჰქონდეს რეგულაციებს, რა უნდა იყოს მწარმოებლის ვალდებულება და რა სახელმწიფოსი. ამ თემებზე ისაუბრეს დღეს ექსპო ჯორჯიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშრის, გარემოს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.