2019 წლის 11 თვეში საქართველოში 4,768,432 ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 6.3%-ია
BM.GE
03.12.19 18:29
• 827
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - მიმდინარე წლის 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს - 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია. სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.