2019 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 24,281 მოქალაქეს ეთქვა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ შს სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა.
ჩვენ გვაინტერესებდა, ასევე, ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნის მოქალაქეებს არ უშვებენ საქართველოში, მაგრამ შსს-მ ეს ინფორმაცია ჩაშლილად არ მოგვაწოდა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში შსს აღნიშნულ სტატისტიკას ჩაშლილად გასცემდა, ამიტომ bm.ge სამინისტროსგან ელოდება განმარტებებს, თუ რატომ გახდა აღნიშნული ინფორმაცია არასაჯარო.
2018-2017 წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეებს არ უშვებენ.
ცნობისთვის: 2018 წელს საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 16,025 მოქალაქეს ეთქვა.