შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულის მაჩვენებელი 23.29%-ით გაიზარდა.
უწყება ავრცელებს სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რაც 2023 წლის 9 თვეს მოიცავს.
სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) 90 საქმე დაფიქსირდა, მათგან გახსნილია - 14. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი მაჩვენებელი 23.29%-ით არის გაზრდილი.