მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მაჩვენებელი გაიზარდა - შსს

მშენებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მაჩვენებელი 23.73%-ით გაიზარდა.

რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები უწყებამ დღეს გამოაქვეყნა.

იანვარ-სექტემბერში სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის 146 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 21 შემთხვევა გახსნილია. გასულ წელს კი რეგისტრირებული 118 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათგან 15 გახსნილი შემთხვევით.

მაჩვენებლების თანახმად, ძირითადად(116 შემთხვევა) დარღვეულია მუხლი, რომელიც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ასევე მუხლი, რომელიც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს(30 შემთხვევა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები