მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატისტიკა - რუსეთის რამდენი მოქალაქე დააკავა შსს-მ დანაშაულებისთვის?

64089da17ece4
BM.GE
09.03.23 10:01
907
საქართველოს პროკურატურამ დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე თუ რუსეთის რამდენი მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო შსს-მა სამართლებრივი დევნა, დეტალური სტატისტიკა გაასაჯაროვა.

კითხვა: 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქეა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემული? გთხოვთ, ზემოაღნიშნული მომაწოდოთ ჩაშლილად დანაშაულების მიხედვით.

“თქვენი 2023 წლის 13 თებერვლის N1206/3-13/23 (რეგისტრაციის ნომერი: 01/13-13876) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის ფედერაციის 247 მოქალაქის მიმართ,”- ნათქვამია პასუხში.

შესაბამისად, პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას უშუალოდ გამოვლენილი დანაშაულების კატეგორიების თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები