მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის 9 თვეში მთავრობამ დანამატებზე 21 მილიონით მეტი - 163 მლნ ლარი დახარჯა

5de62fb902861
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 13:55
1190
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავს 162,972,566 ლარის დანამატი გამოუწერა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,312,754 ლარით მეტი დახარჯა. 

ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე 1,100,565,402 ლარის ანაზღაურება გაიცა, რაც 2018 წლის 9 თვის მაჩვენებელს 53,049,904 ლარით აღემატება. 

ბიუჯეტის მონიტორი აჩვენებს, რომ საჯარო სისტემაში პრემიების გაცემის პრაქტიკა თითქმის სრულად, დანამატების გაცემამ ჩაანაცვლა. 2019 წლის 9 თვეში პრემიების სახით 4,817,514 ლარი გაიცა, რაც 2018 წელთან მიმართებით 2,758,599 ლარით ნაკლებია. შედარებისთვის, სულ რაღაც ორი წლის წინ პრემიების დარიგების პრაქტიკა ბევრად გავრცელებული იყო და ის 30 მილიონ ლარს აჭარბებდა. 

რაც შეეხება მთავრობის სამივლინებო ხარჯებს, ის 282%-ით არის გაზრდილი და 62.3 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები