2019 წლის ბიუჯეტის პროექტი,შესაძლოა მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს
BM.GE
02.10.18 23:10
• 987
2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაახლოებით, 270 მლნ ლარით იზრდება 12 მლრდ 729 მლნ ლარამდე. მომავალი წლის იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება პენსია, როგორც ეს წინასწარ იყო გაცხადებული. ეკონომიკური ზრდა კი, 4.5%-ზეა დაგეგმილი.