მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ტურისტულ მონაცემებს მალე მივუახლოვდებით - მედეა ჯანიაშვილის პროგნოზი

61f7f2d1a1df2
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.22 18:52
735
„მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, 2019 წლის ტურისტულ მონაცემებს მალე მივუახლოვდებით“, - ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ტურიზმის აღდგენის დინამიკას.

მისი თქმით, კერძო სექტორთან ერთად მათ 2021 წელს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ რეზულტატს მიაღწიეს.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია, როგორიცაა: საზღვრების ეტაპობრივი გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის განხორციელებული აქტივობები და რაც მთავარია მარკეტინგული კამპანიები, რომელიც საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით სხვადასხვა მიზნობრივ ბაზარზე ვაწარმოეთ.

ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იმდენად პოზიტიურია, რომ მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევძლებთ 2019 წლის მონაცემებს მივუახლოვდეთ. 2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება ამ მიმართულებით. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი სფეროა. ამაზე მეტყველებს გასული წლების მზარდი დინამიკა, მათ შორის შემოსავლების მიმართულებით“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ტურიზმის სექტორში 2021 წელს მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე დეკემბერში (პანდემიამდე 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 58% იყო. 2021 წლის ივლისიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 52 %-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები