მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წელს ანაფილაქსიური რეაქციით 2 ადამიანი გარდაიცვალა და ეს Covid - ვაქცინას არ უკავშირდებოდა - გაბუნია

605498618f7a1
ინგა მურუსიძე
19.03.21 16:24
558
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასულ წელს ანაფილაქსიური რეაქციით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გაბუნიამ ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციები ყოველწლიურად ფიქსირდება და ეს კორონავირუსით ვაქცინაციას არ უკავშირდება.

„ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება ყოველწლიურად და აქამდე კორონავირუსის ვაქცინას არ უკავშირდებოდა. იყო დაახლოებით 40-60 შემთხვევა. ფიქსირდება ანაფილაქსიით გარდაცვალების შემთხვევებიც. გასულ წელს 2 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ წელს ეს გარდაცვალება დაემთხვა კორონავირუსით ვაქცინაციას და ეს დაემთხვა პროცესის დასაწყისს.

ჩვენ გვესმის, რომ მომხდარი გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს და კიდევ უფრო მეტ უნდობლობას მოსახლეობაში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს ყველა მოქალაქემ, რათა მათ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები