მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ კლინიკების გაყიდვას, 6 თვის წინ უამრავი კლიენტი გვყავდა, დღეს აღარავინაა - "ოცნების" დეპუტატი

6489cfead44cd
BM.GE
14.06.23 18:44
19662
დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც ჩაჩავას კლინიკის აქციონერია, "ჯანდაცვის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

საუბარია ახალ ინიციატივაზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმება შეეძლება. კანონპროექტის შესახებ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობდნენ.

მასზე სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონის მიღება სამედიცინო სექტორს ფინანსურად დააზიანებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მის სიტყვით გამოსვლას ცინიკური უწოდა. ელგუჯა გოცირიძის განცხადებით, მისი ოჯახი კლინიკების გაყიდვას ცდილობს, თუმცა კლიენტებს ვეღარ პოულობს.


ელგუჯა გოცირიძე: რა გავლენა ექნება ამ კანონს? მე და ჩემ შვილებს გვაქვს კლინიკები. ექვსი თვის უკან დავიწყეთ ზრუნვა მათ გაყიდვაზე. უამრავი კლიენტი მყავდა. ბოლო პერიოდში კლიენტი აღარაა, აი ეს შედეგი მოჰყვება მაგ კანონს. ჩემი შვილი ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და მაჩვენა ოქმი რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი. მე არ ვიცი ამ სააგენტოში კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, თუ არაკომპეტენტური, ამის შესახებ მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო. წავიკითხე ეს აქტი და ვიკითხე, თუ რატომ შევიდნენ, გავეცანი მოტივს და ოქმში ყველაფერზე იყო საუბარი, რაზეც იყო შემოსული ეს კომპეტენტური ორგანო. ანალოგიური წარმოდგენა დამრჩა ქალბატონი თამარის[გაბუნიას] პასუხებზე. ყველაფერზე ისაუბრეთ გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ყველაზე მეტ ადამიანს. წავიკითხოთ თქვენს მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი - სასამართლოსთვის მიმართვა გარკვეულწილად აფერხებს სამუშაო პროცესს - ეს თქვენი დაწერილია. ანუ სასამართლო ხელს გიშლით მუშაობაში. თუ გაიარეთ ეს საკითხი ოპოზიციასთან? ისინი ხშირად ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა, თქვენ ამბობთ რომ სასამართლო ხელს გიშლით. სამინისტრო მოდის პარლამენტში და გვეუბნება, რომ სასამართლო მუშაობაში ხელს გვიშლის. მე მსგავსი პრეცედენტი არსად არ გამიგია. ეს ინიციატივა პარლამენტში 4 თუ 5 თვის წინ იყო შემოსული, ვინმემ იკითხა თუ რატომ ჩავარდა? განმარტება ვინმემ გააკეთა? ახლა რატომ უნდა იყოს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება ამ ნორმაში? რომ დავუბრუნდეთ განმარტებით ბარათს, რას ემსახურება ეს ცვლილება? მე ვიცი რას ემსახურება, თუმცა თქვენ გეკითხებით, რას ემსახურება ეს ცვლილება? იქნება გაიგოს ვინმემ, რას ემსახურება ეს ცვლილება. მარტივად გვითხარით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია: ცინიკურ რიტორიკაში ბატონო ელგუჯა მე ვერც აგყვებით და ვერც მოგიგებთ. ჩვენი ინტერესია პაციენტის ჯანმრთელობის დაცვა. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ჩემი 30-წლიანი გამოცდილება და კომპეტენცია, რაც მაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის მექანიზმი წინასწარი რეგულირების შეტყობინების გარეშე ინსპექტირების განხორციელების.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები