მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ადამიანის ორგანოთა და ქსოვილების/უჯრედების გადანერგვის შესახებ კანონპროექტებს განიხილავს - გაბუნია

64466c8ab94ff
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.23 16:36
464

მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდება. საქმე ეხება ადამიანის ორგანოთა, ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის შესახებ საკითხს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კანონპროექტი ევროდირექტივის შესაბამისად მომზადდა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელის დღეს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული და მიღებული, ეს ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის ახალი საკანონმდებლო პაკეტია.

მთავრობამ დღეს აღნიშნული პაკეტი პარლამენტში ინიცირებისთვის მოიწონა. დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, რაც 1 მლნ მოსახლეზე 10-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება 1 მლნ მოსახლეზე, რაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის, გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროდირექტივის შესაბამისად მომზადდა სრულყოფილ სისტემას აყალიბებს, რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების, სადაც ტრანსპლანტაციის სერვისი განხორციელდება;

გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირები ამ მიმართულებით. პარლამენტში საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები