მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა, ინ ვიტრო რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა აღარ შეეზღუდოს

თამარ გაბუნია

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა საქართველოში ინ ვიტრო რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა აღარ შეეზღუდოს. როგორც BM.GE-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განაცხადა, ინ ვიტროს შემთხვევაში რისკები გაცილებით მართვადია, ამიტომ მსჯელობის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შეიცვლება თუ არა მიდგომა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტში.

„დაისვა შეკითხვები იმ წყვილებთან დაკავშირებით, ვისაც ჰყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლე და ასევე [არიან] უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუნდაც მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების ნაწილში და არა სუროგაციის ნაწილში.

საიმედო და ადვილად მართვადი, რისკებისგან თავისუფალი არის ინ ვიტრო მიმართულება, რაც სამედიცინო ჩარევაა, რა დროსაც ადამიანს შეიძლება თავისივე ბიოლოგიური მასალით დაეხმარო, რომ შეეძინოს შვილი, ამ შემთხვევაში ეს უფრო სამართლიანი გადაწყვეტა იქნებოდა. ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით და ჩამოვყალიბდებით",-განაცხადა თამარ გაბუნიამ

"მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტი ამ ეტაპზე პარლამენტში პირველ საკომიტეტო მოსმენას გადის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, პრინციპულად არაფერი იცვლება სუროგაციის ნაწილში. კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.

პროექტში არსებული ჩანაწერით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები