საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2020 წლის საწარმოების საქმიანობის შედეგების მიხედვით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 9.8 მლრდ ლარით განისაზღვრა.
ცნობისთვის: პერსონალზე მთლიან დანახარჯებში შედის: ხელფასი, პრემია, დანამატი და ემატება საწარმოს მიერ პერსონალზე გაწეული ხარჯები: სოციალური ხარჯი, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა. ასევე აქ შედის საპენსიო სქემის 2%-იანი შენატანი, რომელსაც დამსაქმებელი იხდის.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორში პანდემიურ წელს საშუალო თვიური ხელფასი 61.2 ლარით გაიზარდა და 1 222.9 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასი 87.4 ლარით გაიზარდა და 952 ლარი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
● მსხვილი ბიზნესი – 1 328.9 ლარი,
● საშუალო ბიზნესი – 1 419.6 ლარი,
● მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.
აღსანიშნია, რომ 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით ჩამორჩება.