2020 წელს ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.
დღეს გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, საიდანაც 41.5% - ქალი, ხოლო 58.5% კაცია.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტ ადამიანს - 41.2% მცირე ბიზნესში საქმდება, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2% - მსხვილ, ხოლო 21.7% - საშუალო ბიზნესზე მოდის.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
⦁ თბილისი – 63.0%;
⦁ აჭარის ა.რ. – 9.7%;
⦁ იმერეთი – 7.5%;
⦁ ქვემო ქართლი – 5.6%;
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%;
2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა (28%) და ჯანდაცვის (12.7%) და სოციალური (10.7%) მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების(9.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.5%).
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ კი 656.3 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 6.5%-ით ნაკლები).