მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წელს საქართველოში ოჯახების საშუალო შემოსავალი 6.4%-ით შემცირდა - საქსტატი

60acaade7da8c
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.21 11:42
1416
საქსტატმა 2020 წლის ცხოვრების დონის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს შინამეურნეობების (ოჯახების) შემოსავალი წინა წელთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოჯახებში საშუალოდ 3.4 ადამიანი ცხოვრობს, ოჯახების მიერ თვის განმავლობაში მიღებული საშუალო შემოსავალი კი  1,100 ლარი იყო, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთი ინდივიდის საშუალო თვიურმა შემოსავალმა 321.4 ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 14.7 ლარით ნაკლებია. 

"2020 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.8 პროცენტი შეადგინა. ასევე 2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა", - ნათქვამია სტატისტიკაში.

ოჯახების 1,100-ლარიანი შემოსვლები ცალკეული წყაროების მიხედვით, ასე ფორმირდება:

დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი - 47.8%;
პენსიები, სტიპენდიები, სოციალური დახმარებები - 23.4%;
თვითდასაქმებიდან შემოსავალი - 9.4%;
საჩუქრად მიღებული ფული - 8.9%;
მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავალი - 5.7%;
უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შემოსავლები - 3.9%;
შემოსავალი ანაბრიდან, ქონების გაყიდვიდან - 1%.





რაც შეეხება ოჯახების საშუალო ყოველთვიურ ხარჯებს, ის 2020 წელს 9.4%-ით შემცირდა და თვეში 1,038 ლარი შეადგინა. ამასთან, ოჯახის ერთ წევრზე გაწეული საშუალო ხარჯი 303.3 ლარი გახდა. 

ოჯახების ყოველთვიური ხარჯების 70.1% სამომხმარებლო ფულადი ხარჯებია, 7.1% - არაფულადი ხარჯები, 22.8% კი არასამომხმარებლო ფულადი ხარჯებია. სამომხმარებლო ფულადი ხარჯები კი თავის მხრივ, ასე ნაწილდება:




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები