წლევანდელი კლიმატური პირობების გამო ატმის მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, კლებაა ექსპორტშიც. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თუ 2025 წლის 6 თვეში ექსპორტზე 3,8 მილიონი დოლარის ღირებულების ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, წელს ეს მაჩვენებელი 74,5%-ით, 973 ათას დოლარამდე შემცირდა.
ატმის ექსპორტი [ნექტარინების ჩათვლით]: (2025-26, იანვარ-ივნისი)
2025 წელი: $3,8 მლნ, 3 151 ტონა
2026 წელი: $972.8 ათასი, 802 ტონა
ატმის ექსპორტის როგორც მოცულობის, ისე ღირებულების შემცირება ძირითადად რუსეთში ექსპორტის კლებით არის გამოწვეული, რომელიც ქართული ატმის მთავარი გასაღების ბაზარია.
მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 582 ათასი დოლარის ღირებულების, 433 ტონა ატამი და ვაშლატამა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,6 მილიონ დოლარს [583 ტონა] შეადგენდა. რუსეთის გარდა, წელს ატმის საექსპორტო პარტიის გარკვეული ნაწილი გავიდა სომხეთშიც.
ატმის/ნექტარინების ექსპორტიორი ქვეყნები: (2026, იანვარ-ივნისი)
- რუსეთი - $582 ათასი, 433 ტონა;
- სომხეთი - $390 ათასი, 367 ტონა
როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, ომის ფონზე რუსეთში შექმნილი კრიზისული ვითარების და მსყიდველუნარიანობის შემცირების გათვალისწინებით, მოთხოვნა ქართულ ატამზე შემცირდა. გაჩნდა ლოგისტიკური სირთულეებიც, გაძვირდა ტრანსპორტირება და საწვავი, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტს აფერხებს.
წინა წელთან შედარებით შემცირებულია ატმის სარეალიზაციო ფასიც. ფერმერების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაშლატამას ღირებულება 1,8-2.00 ლარის ფარგლებშია, 1 კილოგრამი ატამი კი 2-2,5 ლარი ღირს.




























