2019 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმისგან $3.3 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ფაქტია, ტურიზმის ინდუსტრია ის დარგია, რომელიც პანდემიის გამო გლობალურად ყველაზე მეტად დაზარალდება. "საბაზო სცენარით, წელს საქართველოში ტურისტული შემოსავლები 65%-ით შემცირდება" - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ოპტიმისტური სცენარის (სწრაფი აღდგენა) შემთხვევაში, ტურიზმში შემოსავლების წლიური კლება, შესაძლოა, 55% იყო, ხოლოდ პესიმისტური სცენარის (გვიანი აღდგენა) მიხედვით კი - (-80%).
საბაზო სცენარი:
1. ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში შეზღუდვები ეტაპობრივად მაისიდან იხსნება, ხოლო რეგიონის ქვეყნებში – მაის-ივნისიდან;
2. პირველ ეტაპზე – სამანქანო მიმოსვლის, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა ივლისიდან დაიწყება;
3. სავარაუდოდ, ხელმეორედ გავრცელების რისკი კვლავ იარსებებს, რაც მიუხედავად მეტად განვითარებული პრევენციული საშუალებებისა, კრიზისამდელ პერიოდზე სწრაფად დაბრუნებას შეაფერხებს;
4. COVID-19-ის ეფექტი დიდწილად 2021 წლისთვის ამოიწურება, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ვაქცინის შექმნა ან/და ვირუსის ლოკალიზაცია და აღმოფხვრა.
სწრაფი აღდგენა:
1. შესაძლებელი იქნება მაღალი ეფექტიანობის ტესტირების სისტემის/სამკურნალო საშუალებების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ივლისიდან სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების საბაზო სცენართან შედარებით სწრაფ აღდგენას;
2. ასევე შესაძლოა, რომ ზაფხულის პერიოდმა ვირუსის განეიტრალებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
გვიანი აღდგენა:
1. ვირუსის შეკავება რთულდებაშემზღუდველი ღონისძიებების უფრო დიდხანს ნარჩუნდება
2. გავრცელების მეორე ტალღა კიდევ უფრო ახანგრძლივებს ტურიზმის აღდგენის პროცესს.




























