მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 3 თვეში ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარის სახელფასო დანამატი გაიცა

5f252cabaf632
ელენე გოგბერაშვილი
01.08.20 13:00
1996

აუდიტის სამსახურის ანალიტიკური პორტალი, "ბიუჯეტის მონიტორი" ადმინისტრაციულ ხარჯებზე საბიუჯეტო სახსრების მიმართვის შესახებ მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებს ასაჯაროვებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის 3 თვეში ბიუჯეტიდან თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის სახით ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარი გაიცა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 მლნ ლარით მეტია.

გაზრდილია ის საბიუჯეტო სახსრებიც, რაც პრემიებზე მიმართეს. 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, პრემიის სახით ბიუჯეტიდან 1,9 მლნ ლარი დაიხარჯა.

მხარჯავი დაწესებულებების განაწილება პრემიის წილის მიხედვით შრომის ანაზღაურებაში:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - დანამატი-4,162,216 ლ, პრემია- 5,773 ლ
ჯანდაცვის სამინისტრო - დანამატი - 1,210,564 ლ, პრემია- 32,300ლ
თავდაცვის სამინისტრო- დანამატი - 2,618,733 ლ, პრემია -360,575 ლ
შსს- დანამატი - 18,153,739 ლ, პრემია - 654,369 ლ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - დანამატი - 1,940,942 ლ, პრემია - 0 ლ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები