მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში, საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა შემცირდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა?

646a5cdce5b9b
ნინო ტაბატაძე
22.05.23 00:20
2612
აპრილში მარტთან შედარებით, საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა შემცირდა, თუმცა წლიურად ზრდა ნარჩუნდება.

გასულ თვეში სატვირთოების მიერ გზათსარგებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტში 13,8 მლნ ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გზებზე 39 528 ტრაილერმა გაიარა. გასულ წელთან შედარებით ზრდა 16%-ია.

მთლიანობაში 4 თვეში საქართველომ გზათსარგებლობის გადასახადის სახით ბიუჯეტში 53 396 016 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის 4 თვის მაჩვენებელთან შედარებით 2.3-ჯერ მეტია. სულ 4 თვეში 152 560 ტრაილერის გატარება მოხდა.

გზათსარგებლობის საფასური / 2023 წლის იანვარ-აპრილი

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები