მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა - რა თანხა შედის ტრანზიტიდან ბიუჯეტში

ტრაილერები

საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 9 თვეში სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებმა ბიუჯეტში გზებით სარგებლობისთვის 132,820,345 ლარი გადაიხადეს, რაც წლიურად 6.2%-ით, ანუ 7.8 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთისთვის 350 ლარის მოსაკრებელს იხდის, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ჯამურად 379,486-მა ტრაილერმა გადაკვეთა.

ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 1390 სატრანზიტო ტრაილერი შემოდიოდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს რიცხვი 1308 ტრაილერს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები