მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა

ტრაილერები

საქართველოს დერეფანში საერთაშორისო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 8 თვეში საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები 330 559 ტრაილერმა გადაკვეთა, რომლებმაც ქვეყნის გზებით სარგებლობისთვის ბიუჯეტში 115.7 მლნ ლარი გადაიხადეს, რაც 4.6%-ით ანუ 5.09 მლნ ლარით მეტია 2025 წლის 8 თვის მაჩვენებელზე.

ტრაილერები საქართველოს დერეფანში

  • 2026 წლის იანვარ-აგვისტო - 115 695 747 ლარი/ 330 559 ტრაილერი
  • 2025 წლის იანვარ-აგვისტო - 110 605 237 ლარი / 316 014 ტრაილერი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს. გასულ თვეში საქართველოს გზები ტრანზიტისთვის 44 314 სატვირთომ გამოიყენა, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი, 15.420 მლნ ლარი იყო.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები