მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა - რამდენი სატვირთო მოძრაობს საქართველოს გზებზე?

ტრაილერები

საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 7 თვეში სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებმა ბიუჯეტში გზებით სარგებლობისთვის 100.1 მლნ ლარის გადაიხადეს, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გზათსარგებლობის საფასური

  • 2026 წლის 7 თვე 100 175 241 ლარი
  • 2025 წლის 7 თვე 96 970 399 ლარი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

საქართველოს გზებით წელს, 7 თვეში ჯამში 286 214 ტრაილერმა ისარგებლა, მათ შორის მხოლოდ ივლისში ქვეყანამ 45 258 ტრაილერი გაატარა. შესაბამისად, ივლისში ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან 15.84 მლნ ლარი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ჯამურად სატრანზიტო ტრაილერების მიერ გზებით სარგებლობისთვის ბიუჯეტში 171 286 748 ლარი აკუმულირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები