2020 წლის ბოლოსთვის თანამედროვე ოფისების მიწოდება მნიშვნელოვნად - 26%-ით გაიზრდება, - ამ პროგნოზს უძრავი ქონების სააგენტო Colliers International Georgia 2018-2019 წლების უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაზე დაყრდნობით აკეთებს.
კვლევის მიხედვით, ჯამურად თბილისში A კლასის ბიზნეს ცენტრების ვაკანტურობის კოეფიციენტი 14%-ს შეადგენს.
„მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ბაზრის შემდგომი გაფართოებისა და განვითარების გამო, სავარაუდოა რომ თბილისის A კლასის ბიზნეს ცენტრებში იჯარა დაღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2019 წელს ვაკანტურობის კოეფიციენტი A კლასის ბიზნეს ცენტრებში 39%-დან (2018 წელს) 25%-მდე დაეცა, რაც ძირითადად King David-სა და GMT Plaza-ში ვაკანტური ფართების ათვისებით იყო გამოწვეული.