2021 წელს სადაზღვევო სექტორმა კლიენტებს 435.7 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა. ზარალის მოცულობა 50 მლნ მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით. პორტფელში ყველაზე დიდი წილი - 22% - „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის.
„ჯიპიაი“ ლიდერობდა როგორც მოზიდული პრემიით, რაც 129.9 მლნ-ს შეადგენს, ასევე ანაზღაურებული ზარალებით. ზარალის პორტფელი 94.1 მლნ ლარია.