თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის ორი წევრის მხარდასაჭერად, რომლებიც დაკავებულები არიან.
"დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ", - წერია თიბისის განცხადებაში.