მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველომ ჩაის ექსპორტით $4.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

6270f111088a1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 21:20
1433
გასულ წელს საქართველომ 2 439 ტონა ჩაის ექსპორტით 4.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს ექსპორტის ღირებულება 8.2%-ით შემცირდა, ხოლო რეალიზებული პროდუქტის მოცულობა 2.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მოცულობის მიხედვით ამ პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი მონღოლეთში გავიდა, ხოლო ექსპორტის ღირებულების მიხედვით მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:

1. აზერბაიჯანი - 2.3 მლნ დოლარი, 335 ტონა;
2. თურქეთი - 622 ათასი დოლარი, 196 ტონა;
3. მონღოლეთი - 492 ათასი დოლარი, 899 ტონა;
4. ბელარუსი - 198 ათასი დოლარი, 130 ტონა;
5. თურქმენეთი - 190 ათასი დოლარი, 111 ტონა;
6. ყაზახეთი - 176 ათასი დოლარი, 441 ტონა;
7. უკრაინა - 159 ათასი დოლარი, 91 ტონა;
8. რუსეთი - 125 ათასი დოლარი, 160 ტონა;
9. უზბეკეთი - 116 ათასი დოლარი, 15 ტონა;
10. ესტონეთი - 93 ათასი დოლარი, 1 ტონა.

გარდა ამისა, ჩაი მცირე მოცულობებით ექსპორტზე ჩეხეთში, გერმანიაში, ტაივანში, ტაჯიკეთში, კანადაში, ისრაელში, საფრანგეთში, სომხეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავიდა.

2022 წლის I კვარტლის მონაცემებით კი საქართველოდან 959 ათასი დოლარის ღირებულების 477 ტონა ჩაის რეალიზაცია მოხდა. ამ პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 35.9%-ით ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-მარტი - 1.1 მლნ დოლარი, 614 ტონა; 2020 წლის I კვარტალი - 1,5 მლნ დოლარი, 655 ტონა).

რაც შეეხება იმას - როგორი იყო გასულ წელს ჩაის იმპორტი, სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს 2 524 ტონა ჩაის შესაძენად ქვეყნიდან 9 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2020 წლის იმპორტთან შედარებით 13.8%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნია, რომ ისევე როგორც ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოსთვის ჩაის მთავარი საიმპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა კი შემდეგია:

1. აზერბაიჯანი - 4.9 მლნ დოლარი, 782 ტონა;
2. რუსეთი - 1.7 მლნ დოლარი, 266 ტონა;
3. შრი-ლანკა - 1.4 მლნ დოლარი, 324 ტონა;
4. თურქეთი - 272 ათასი დოლარი, 1 002 ტონა;
5. გერმანია - 143 ათასი დოლარი, 6 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 143 ათასი დოლარი, 12 ტონა;
7. საფრანგეთი - 125 ათასი დოლარი, 3 ტონა;
8. ირანი - 70 ათასი დოლარი, 101 ტონა;
9. პოლონეთი - 46 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. ჩინეთი - 36 ათასი დოლარი, 12 ტონა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები